მარნეულის მერია ოთხ სოფელში შიდა გზების მოასფალტებას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ მარადისში, ხიხანში, ალავარსა და კირაჩ-მუღანლოში შიდა გზების მოასფალტებას გეგმავს.

აღნიშნული სოფლებში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 28 943 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ოთხივე სოფელში მოეწყობა ორფენიანი ასფალტირებული გზა , ასფალტო ბეტონის საფარი,   საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე სისტემები და მისაყრელი გვერდულები. 

გზის სიგანე კი ადგილზე განისაზღვრება, პროექტირების პროცესში, სავარაუდოდ 4.5 მეტრი. 

სოფელ კირაჩ-მუღანლოს შიდა გზების მოასფალტების სავარაუდო ღირებულება შეადგენს  445 969 ლარს,  მარადისის  350 000, ხიხანის  445 970, ხოლო ალავრის გზის მოასფალტების სავარაუდო ღირებულება 124 403 ლარია.

აღნიშნული ტენდერი მერიამ 1 მარტს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 7-დან 9 მარტის პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები