გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების გამო ორი პირი დააკავეს
პოლიციამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების გამო გორში ორი პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს”,
— ნათქვამის შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს 2 მარტს დაესხნენ. როგორც ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, ეს აღნიშნულ ოფისზე მეექვსე თავდახმის შემთხვევაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები