საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შიდა ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე
მესამე პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს.
უწყების განცხადებით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება, რაც
3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა,
თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა.
“აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994
წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან
მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა” –
აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს 2 მარტს დაესხნენ. როგორც
ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, ეს აღნიშნულ ოფისზე
მეექვსე თავდახმის შემთხვევაა.