გორში ენმ-ის ოფისის დაზიანების ბრალდებით მესამე პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე მესამე პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს.

უწყების განცხადებით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა.

“აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა” – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს 2 მარტს დაესხნენ. როგორც ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, ეს აღნიშნულ ოფისზე მეექვსე თავდახმის შემთხვევაა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print