4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დატვირთული დღეა, რომელიც ღალატის, მოტყუების და ცრუ დაპირებების ნიშნით ჩაივლის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფულთან ან საბუთებთან დაკავშირებულ საქმეებში, თორემ იმედგაცრუება გელით.

კურო

ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლექტიურ საქმიანობაში. არარეალურმა გეგმებმა შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ნუ დაეყრდნობით სხვის აზრს და შეეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. კვირის დასაწყისი ხელსაყრელია მოგზაურობისთვის.

ტყუპები

მზად იყავით მეგობრებთან ან ახლობლებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემებისთვის. ერიდეთ სასიყვარულო თავგადასავლებს, რადგან მოგატყუება და იმედგაცრუება გელით. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეძლებთ, ეს შესაძლებლობები ოჯახში ვითარების გამოსასწორებლად გამოიყენოთ.

კირჩხიბი

პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია გარკვეული გართულებები, ამიტომ თავდაუზოგავი მუშაობა მოგიწევთ. ეს საქმე დიდ ძალისხმევას, პასუხისმგებლობას, ახლებურ აზროვნებას და თამამ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეცადეთ, ამ დღის სამოქმედო გეგმა მოიფიქროთ. მთავარია უხეში პროფესიული შეცდომები არ დაუშვათ.

ლომი

იმედგაცრუების ან ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად, ფულთან, შესყიდვებთან და საქმიანი ქაღალდების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია იმედგაცრუება, რაც პარტნიორის ღალატს, ურთიერთობების გაწყვეტას ან ეჭვიანობას უკავშირდება.

ქალწული

დაძაბული დღეა. თქვენი სამუშაო სამუშაო დიდ ძალისხმევას და ორიგინალურ ხედვას მოითხოვს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი გამოცდის პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. მოულოდნელად იმ ადამიანების მხარდაჭერას მიიღებთ, რომლებსაც თქვენს მოკავშირეებად არ მიიჩნევდით. ჯობია, რომ დღის მეორე ნახევარი სახლის გარეთ გაატაროთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენ განწყობას გააუმჯობესებს.

სასწორი

თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი და აურა მნიშვნელოვნად ძლიერდება. სავარაუდოდ, თქვენი გეგმის განხორციელებას შეძლებთ. ეცადეთ, გლობალური მიზნები არ დაისახოთ. ერიდეთ სარისკო წამოწყებასა და სასიყვარულო ურთიერთობებს, რომლებიც, იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოგიტანთ. არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების შესაძლებლობა.

მორიელი

ჯანმრთელობისთვის თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია მცირე სისუსტე და გაციება. გირჩევთ, ეს დღე სახლში გაატაროთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სასურველია აკუპუნქტურა და უკონტაქტო მასაჟი. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს.

მშვილდოსანი

პროფესიული საქმიანობის სფეროში მოულოდნელი სირთულეები ან არახელსაყრელი გარემოებები გელით. გირჩევთ პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ და არაფერი მოიმოქმედოთ - ამ დღეს თქვენი მცდელობები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. უმჯობესია მოვლენების განვითარებას დაელოდოთ. იმ ადამიანების მხარდაჭერას მიიღებთ, რომლებსაც თქვენს მოკავშირეებად არ თვლიდით.

თხის რქა

საშიში დღეა. გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეებისა და გრანდიოზული პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. ნუ ენდობით დაპირებებსა და გარანტიებს. დღეს ყველაზე მეტად სიფრთხილე და წინდახედულება გამოგადგებათ. თხის რქა მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ სიყვარული სიფრთხილეს და გონიერებას აკარგვინებთ, ამიტომ შეიძლება, იმედგაცრუებული დარჩეთ.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია სეირნობისა და მოგზაურობისთვის. ბევრი მერწყული შეძლებს სურვილის ახდენას. ახალი თავგადასავალი და ახალი ინტერესები გაგიტაცებთ. რამდენიმე ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძირეულად შეცვლის.

თევზები

სინანულის, მორჩილებისა და თავმდაბლობის დღეა. სასურველია ტაძრის მონახულება და სულიერი განწმენდა. ამ დღეს უპირატესობა საოჯახო საქმეებს და ახლობელი ადამიანების ინტერესებს მიანიჭეთ. ეცადეთ, დავიწყებულ მეგობრებს ან ნათესავებს ეწვიოთ. თქვენთვისვე სასარგებლოა საკუთარი შეცდომების აღიარება. სქესობრივი კავშირი არასასურველია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები