დიდ დიღომში კაცი მოკლეს
დიდ დიღომში კაცი მოკლეს, ერთი ადამიანი კი დაჭრეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ს ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

რაც შეეხება დაკავებულს, უწყება ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები