გორის რაიონში 13 წლის გოგომ იმშობიარა
გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა. ამ საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის 140-ე მუხლი სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველის სხეულში.

ამ თემაზე ნეტგაზეთს წყარო უყვება, რომ სოფელშიც მომხდარის შესახებ იციან, დაკავებული ოჯახის ნაცნობი იყო, ძალადობას კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგო 12 წლის იყო. მათივე ინფორმაციით, მოზარდმა ბავშვი, დაახლოებით, გასული წლის ზაფხულის პერიოდისთვის გააჩინა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print