საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 02:40 საათზე დაფიქსირდა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა
ყაზბეგთან, სოფელ ბლოდან 18 კმ-ში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა
შეადგინა.