მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მოტოციკლის მძღოლია. კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები