მარნეული-წერაქვის ავტობუსს ავტომობილი დაეჯახა
რუსთაველის ქუჩაზე, მარნეული-წერაქვის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ავტომობილი დაეჯახა. როგორც მარნეულის „ავტოპარკის“ ხელმძღვანელმა, გიგა ჯალაღონიამ გვითხრა, საჯარო ტრანსპორტში არცერთი მგზავრი არ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად კი მძღოლი არ დაშავებულა. მისივიე თქით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ ავტობუსს დამნაშავე მხარე გააკეთებს.

„ცარიელი ავტობუსი მოდიოდა რუსთაველის ქუჩაზე, დაზიანებული მხოლოდ ავტობუსია. არცერთ მანქანის მძღოლს არაფერი სჭირს. ასე, რომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს დამნაშავე მძღოლი მსუბუქი ავტომობილის. ყველაფერი ნორმალურად დასრულდა ერთი სიტყვით. ორივე მანქანა ექვემდებარება აღდგენას. ავტობუსს დამნაშავე მხარე გააკეთებს“

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში დაახლოებით 14:30 საათზე მოხდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები