ბოლნისში ყარაბაღის ომში დაღუპული შეჰიდის სახელობის წყარო გაიხსნა
ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში ყარაბაღის ომში დაღუპული შეჰიდის, ბილალ განბაროვის სახელობის წყარო გაიხსნა.

გარდაცვლილი შეჰიდის მშობლიურ სოფელში მისი სახელობის წყარო ნახიდურის მაცხოვრებლებმა, საკუთარი ხარჯებით დააყენეს.

ბილალ განბაროვის სახელობის წყაროს გახსნის ცერემონიალს მისი ნათესავები, სოფლის მაცხოვრებლები და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამომავლოდ ამ ადგილას პარკის გახსნა იგეგმება. 

წყარო: report.ge
Print