თელავში, გოშაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. როგორც საქართველოს პირველ
არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში
ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი)
მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით
საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში
ტარდება.