404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, თვითიზოლაციის მიზეზად რისკების თავიდან აცილება სახელდება.

„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს
“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, 6 აპრილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. საქართველოს პრეზიდენტს მასთან კონტაქტი სამი დღის წინ, ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვის ცერემონიაზე ჰქონდა. თავად სალომე ზურაბიშვილი "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს აიცრა.

წყარო: radiotavisupleba.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია