404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
საქართველოში ვირუსის ახალი შტამები ვრცელდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს. მისივე ინფორმაციით, ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

"ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება, ეს მოსალოდნელიც იყო. მოგეხსენებათ, ძირითადად ჩვენთან მაინც ცირკულირებს სხვა შტამებიდან ე.წ ბრიტანული შტამი. ეს უკვე საკმაო რიცხვი დაგროვდა, ამიტომ ჩანს, რომ მისი ცირკულაცია ქვეყანაში არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, იმატებს რეინფიცირების შემთხვევები.

"გარკვეულად, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით, არის რეინფიცირების შემთხვევები, გვაქვს რამდენიმე დადგენილი რეინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში და ამას აუცილებლად ხაზგასმა სჭირდება, რომ ზოგადად რეინფიცირება ჩვენთან კი არა მთლიანად მსოფლიოში იმატებს და სწორედ ამიტომაც არის საჭირო ინტენსიური ვაქცინაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს იგივე რეინფიცირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია