"გლდანის ხიდებთან" მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა
თბილისში, "გლდანის ხიდებთან" მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მსუბუქად დაზიანება გამოიწვია.


წყარო: report.ge


Print