მარტში საერთაშორისო ვიზიტები 73%-ით შემცირდა — ვინ იმოგზაურა საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტის თვეში საქართველოში 55 907 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც 73,4%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემთან შედარებით.

ვიზიტორების 88% კაცია, ხოლო 12% ქალი, რაც შესაძლებელია, იმით იყოს გამოწვეული, რომ მოგზაურობების ძირითადი მიზანი არა ტურიზმი, არამედ ტექნიკური ხასიათის გადაადგილებები იყო.

მარტში საერთაშორისო ვიზიტები TOP 10 ქვეყნის მიხედვით ასე გადანაწილდა:
  1. თურქეთი — 20 237 ვიზიტი, კლება — 51%;
  2. საქართველო (არარეზიდენტები) — 7 241 ვიზიტი, კლება — 63%;
  3. სომხეთი — 5 656 ვიზიტი, კლება — 83%;
  4. რუსეთი — 4 703 ვიზიტი, კლება — 86%;
  5. აზერბაიჯანი — 4 226 ვიზიტი, კლება — 90%;
  6. უკრაინა — 3 115 ვიზიტი, კლება — 60%;
  7. უზბეკეთი — 1 873 ვიზიტი, ზრდა — 74%;
  8. ყაზახეთი — 1 016 ვიზიტი, კლება — 44%;
  9. ირანი — 841 ვიზიტი, ზრდა — 109%;
  10. ბელარუსი — 759 ვიზიტი, კლება — 55%;
რაც შეეხება პირველ კვარტალს ჯამში, იანვარ-მარტში უცხოური ვიზიტების 88%-იანი კლება დაფიქსირდა — მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში სულ 130 188 უცხოური ვიზიტი განხორციელდა.

წყარო: On
Print