404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა 7 აპრილს მოხდა. თვითმხილველების თქმით, 60 წლამდე მამაკაცი ქვეითად გადაადილდებოდა, რა დროსაც მაქანა დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფში გადაიყვანა.

როგორც მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში განმარტავენ, დაშავებული, სავარაუდოდ, არაფხიზელმდგომარეობაში იმყოფება.  მას ტომოგრაფიული გამოკვლევა უტარდება. 

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლკს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია