ქუთაისში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა
ქუთაისში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მოძრავი ქვეითის გამო, მიკროავტობუსმა დაამუხრუჭა, რის შედეგადაც 3 ავტომობილი დაზიანდა.

დაზიანებულებს შორის სამხედრო პოლიციის ავტომობილია, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ისხდნენ.

ასევე დაზიანებულია სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ქუთაისიდან თბილისში მიჰყავდა.

დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

წყარო: report.ge
Print