გლდანში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა
გლანში, შეშელიძის ქუჩაზე, ქვეითს მანქანა დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: ნეტგაზეთი
Print