“უკრაინისთვის სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, ელჩი კიევში დავაბრუნოთ” — ზურაბიშვილი
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დღეს, ამ სოლიდარობის ნიშნად აუციელბელია საქართველომ სასწრაფოდ დააბრუნოს ელჩი კიევში:

“არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში” — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print