404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
აზერბაიჯანისა და თურქეთის ელჩებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა ფაიგ გულიევმა და თურქეთის ელჩმა ფატმან ჯერენ იაზგანმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დიპლომატებმა, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"1989 წლის 9 აპრილისა და 1990 წლის 20 იანვარის ტრაგედიები, ეს იყო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული ხოცვა, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის თავისუფლებისადმი ნების გასატეხად. ორივე შემთხვევაში, შედეგი საპირისპირო იყო. აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებმა აღადგინეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და, მას შემდეგ, განავითარეს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები და აამაღლეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. სწორედ ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ შექმნა სამხრეთ კავკასიის თანამედროვე იმიჯი, გახსნა ჩვენი რეგიონი მსოფლიოსთვის და ჩაუყარა საფუძველი მდგრად განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო, კიდევ უფრო მეტად მხარს დაუჭერენ ერთმანეთს კიდევ მეტი წარმატების მისაღწევად,"- განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა, ფაიგ გულიევმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია