სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით „მარხვის ადგილი პიროვნულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ თემაზე კონფერენცია გაიმართა
მიმდინარე წლის 10 აპრილს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით „მარხვის ადგილი პიროვნულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ თემაზე კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მოდერატორმა ჰაჯი ჰაჯიევმა ღონისძიების მიზნის და დღისწესრიგის დამსწრე საზოგადოებისათვის გაცნობის შემდეგ, ტრიბუნა წმინდა წიგნ ყურანი-ქერიმის წასაკითხად მუსლიმთა სამმართველოს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს და მე-2 ქესალოს მედრესეს დირექტორს ჰაჯი ნათიკ ალიევს დაუთმო.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა „რამაზანი ბედნიერების ხანიდან დღემდე“ თემაზე მოხსენება გააკეთა და რამაზნის თვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მუფთმა საუბრისას საჰაბეების მიერ რამაზნისადმი სამზადისის მაგალითებზე და დღევანდელობაში რამაზნის თვის სამზადისზე ისაუბრა.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, რომელმაც „ რამაზანი მოწყალების თვე“ თემაზე მოხსენება გააკეთა და ამ ძვირფასი თვის სამართლიანად შეფასების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ დასავლეთ საქართველოს მუფთის წარმომადგენელი თეოლოგი რეზო მიქელაძე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს რელიგიის საკითხებში მრჩეველი აჰმედ ერდემი, ქალაქ მარნეულის მთავარი ახუნდი აზიზ ნაბიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი ანარ რასულოვი, რანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ჰასან იუსიფზადე, თბილისის ჯუმა მეჩეთის იმამი შირხან ჩობანოვი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი abai faSaevi, საზოგადო მოღვაწეები და სამცნიერო წრის წარმომადგენლები, რომლებმაც „რამაზანი ყურანის თვეა, წარსულიდან დღემდე რამაზანი, რამაზანში დროის ღირებულება, მარხვის პიროვნული და საზოგადოებრივი სიკეთეები“ და სხვა თემებზე მოხსენებები გააკეთეს.

შემდეგ ღონისძიების მოდერატორმა მუსლიმთა სამმართველოს მიერ მიმდინარე წელს დაბეჭდილი და დასაბეჭდი წიგნები დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა და კონფერენციის მონაწილეებს სამახსოვროდ გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს მუსა გაჯიევს, ჰაჯი ჰაჯიევს, ელსევერ ახმედოვს და ფაიგ ნაიბიევს ახლად გამოცემული წიგნების მომზადება-დაბეჭდვაში შეტანილი წვლილისათვის და კონფერენციის ორგანიზებაში გაწეული შრომისათვის სამადლობელო სიგელები გადაეცათ.

რადიო "მარნეული"
Print