ახლად გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა და მედიის 6 წლისთავი აღინიშნა
მიმდინარე წლის 9 აპრილს ქ. თბილისში მდებარე მ.ფ. ახუნდოვის სახელობის კულტურის მუზეუმში მუსლიმთა სამმართველოს მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა და Muslimmedia İnternet Tv-ს 6 წლისთავი აღინიშნა.

ყურანი-ქერიმის წაკითხვის შემდეგ მოდერატორმა ვიდადი გურბანოვმა ღონისძიება გახსნილად გამოაცხადა და სიტყვა სტუმრებს გადასცა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა სიტყვით გამოსვლისას პირველ რიგში წიგნების ავტორებს და წიგნების მოზადებაში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა. შემდეგ მუსლიმთა სამმართველოს მიერ ბოლო 7 წლის განმავლობაში ბეჭდვის და მედიის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ İnternet TV-ს მიერ ბოლო 6 წლის განმავლობაში მომზადებულ 1000-ზე მეტ სიუჟეტს მოსახლეობის სწორი და ჯანსაღი განათლებაში დიდი წვლილი შეაქვს.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, რომელმაც ადამიანის და საზოგადოების ფორმირების გზაზე წიგნის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ წიგნის ავტორები, საზოგადო მოღვაწეები, უხუცესები და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს წიგნის ავტორები და Muslimmedia Tv-ს სხვადასხვა გადაცემებში სისტემატურად მონაწილე სტუმრები დასაჩუქრდნენ და სამადლობელო სიგელები გადაეცათ.

რადიო "მარნეული"
Print