საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 878, პისიარტესტით – 7 945.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 303 გამოჯანმრთელდა, 3 877 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 198, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 298 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 309 პირი.

ამასთან, 10 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 პაციენტი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები