ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთში - არის მსხვერპლი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დუშეთში. ინციდენტის დროს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა.

მიღებული ტრავმის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რას სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები