კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას
განცხადებით, ადამიანებს, შესაძლოა, სრულად ვაქცინაციიდან 6-12 თვის
განმავლობაში ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შემდეგ კი, ყოველწლიური
რევაქცინაცია დასჭირდეთ.
”სავარაუდო სცენარია, რომ საჭირო იქნება მესამე დოზა, სადღაც 6-დან 12
თვემდე და შემდეგ მოხდება ყოველწლიური რევაქცინაცია, მაგრამ ამ
ყველაფერს დადასტურება სჭირდება,“ - აღნიშნა ალბერტ ბურლამ.
კომპანიებმა - „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მიმდინარე თვეში განაცხადეს,
რომ კლინიკური კვლევების თანახმად, მათმა ვაქცინამ მეორე დოზის
მიღებიდან 6 თვის შემდეგ დაცვის მაღალი დონე აჩვენა.
ვაქცინა ასევე ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის რამდენიმე ცნობილი
ვარიანტის, მათ შორის ე.წ. ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული
ვარიანტების, წინააღმდეგ.