კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელის თქმით, სრულად ვაქცინაციიდან 6-12 თვეში, სავარაუდოდ, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება გახდება საჭირო
კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, ადამიანებს, შესაძლოა, სრულად ვაქცინაციიდან 6-12 თვის განმავლობაში ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შემდეგ კი, ყოველწლიური რევაქცინაცია დასჭირდეთ.

”სავარაუდო სცენარია, რომ საჭირო იქნება მესამე დოზა, სადღაც 6-დან 12 თვემდე და შემდეგ მოხდება ყოველწლიური რევაქცინაცია, მაგრამ ამ ყველაფერს დადასტურება სჭირდება,“ - აღნიშნა ალბერტ ბურლამ.

კომპანიებმა - „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მიმდინარე თვეში განაცხადეს, რომ კლინიკური კვლევების თანახმად, მათმა ვაქცინამ მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ დაცვის მაღალი დონე აჩვენა.

ვაქცინა ასევე ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის რამდენიმე ცნობილი ვარიანტის, მათ შორის ე.წ. ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტების, წინააღმდეგ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print