საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 645 ტესტი, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 20 727, „პისიარ“ ტესტით – 10 918.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:
დღიური – 3,4%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო 7 დღის – 2,04%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 293 321 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 279 831 გამოჯანმრთელდა, 3 916 კი,
გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 26 427 პირი, დღიურად აცრილია – 1 504
ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 331, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 720 ადამიანი
გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 400 პირი.
ამასთან, 15 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 030
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი.