ჩირის ექსპორტი 58.7%-ით გაიზარდა - ქვეყნები, სადაც ქართული ჩირი იყიდება
საქართველოდან ჩირის ექსპორტი იმპორტს აღემატება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამხმარი ხილის ექსპორტი 58.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, 610.3 ტონა გამხმარი ხილის ღირებულებამ 1.9 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წელს 423.2 ტონა ჩირის ღირებულება 1.2 მლნ დოლარი იყო).

ამასთან, 2020 წელს ქვეყანამ 792.5 ათასი დოლარის ღირებულების 400.2 ტონა შავი ქლიავის, გარგარის და ვაშლის ჩირი შეისყიდა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 23.2%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ყველაზე დიდი რაოდენობის გამხმარი ნაყოფი გასულ წელს გერმანიაში, რუსეთსა და ჩინეთში გავიდა. სარეალიზაციო ბაზრების სია კი ასე გამოიყურება:

1. გერმანია - 1.0 მლნ დოლარი, 298.4 ტონა;
2. რუსეთი - 484.3 ათასი დოლარი, 120.7 ტონა;
3. ჩინეთი - 161.6 ათასი დოლარი, 81.7 ტონა;
4. სომხეთი - 53.2 ათასი დოლარი, 35.9 ტონა;
5. ლიეტუვა - 50.6 ათასი დოლარი, 7.5 ტონა;
6. ჩეხეთი - 43.4 ათასი დოლარი, 21.7 ტონა;
7. იაპონია - 25.2 ათასი დოლარი, 2 ტონა;
8. უკრაინა - 19.2 ათასი დოლარი, 14.1 ტონა;
9. ლატვია - 15.7 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. პოლონეთი - 15.4 ათასი დოლარი, 1 ტონა;


საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ჩირის საექსპორტო ბაზრების ათეულში აშშ (29.9 ათასი დოლარი), თურქეთი (18.5 ათასი დოლარი) და ისრაელი (18.2 ათასი დოლარი) შედიოდნენ, რომლებიც 2020 წელს ჩინეთმა, იაპონიამ და ლიტვამ ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან ექსპორტზე 605.0 ათასი დოლარის ღირებულების 154.1 ტონა გამხმარი ხილი გავიდა (2020 წლის იანვარ-თებერვალი 197.1 ათასი დოლარი, 64.8 ტონა). ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულების ზრდამ ამ შემთხვევაში 206.9% შეადგინა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები