404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ტაქსებში მოწევა შესაძლოა აიკრძალოს
პარლამენტმა შესაძლოა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შეიტანოს ცვლილება, რომლითაც ტაქსიში მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს და დამრღვევთა დაჯარიმება გამოიწვიოს. ამ ინიციატივის შესახებ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არის საუბარი და მას ჯერჯერობით რეკომენდაციის ფორმა აქვს. უცნობია თუ როდის გეგმავს მმართველი გუნდი მისი კანონპროექტის სახით ინიცირებას.

პარლამენტის დადგენილებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ტაქსებში მოწევის აკრძალვასთან ერთად უნდა აიკრძალოს მცირეწლოვანთან თანდასწრებით ავტომობილებში თამბაქოს მოხმარებაც.

"გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,"- ნათქვამია დოკუმენტში.

დადგენილებაში საუბარია იმაზე, რომ თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი მოთხოვნები უმეტესად საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა:

"გამოიკვეთა, რომ თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს,"- ნათქვამია დოკუმენტში.

წყარო: ბმ
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია