404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
აუქციონის გახანგრძლივების მიუხედავად, "რიყის დოქები" ისევ ვერ გაიყიდა
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ე.წ. "რიყის დოქების" აუქციონის 2 დღით გახანგრძლივების მიუხედავად, ობიექტის შეძენით მაინც არცერთი ინვესტორი არ დაინტერესდა. რიყის კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.25 მილიონი ლარი იყო.

ეს "რიყის დოქების" პრივატიზებისთვის გამოცხადებული უკვე მესამე აუქციონი იყო. პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ ობიექტის ღირებულება 95 მილიონ ლარს შეადგენდა. აუქციონის ჩაშლიდან 1 წელში მთავრობამ ობიექტი 23.75 მილიონით უფრო იაფად გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ინვესტორთა ინტერესი ობიექტს არ მიუღია. მესამედ კი ეს ობიექტი საპრივატიზაციოდ პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში გამოვიდა, ამჯერადაც უშედეგოდ.

საინვესტიციო პირობის თანახმად, ობიექტის შემძენს ადგილზე 36 თვის ვადაში, მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის შედეგად, მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყო.

რიყის ე.წ. დოქების აუქციონთან ერთად დღეს დასრულდა კიდევ 9 აუქციონიც, რომელზეც გასაყიდად სხვადასხვა მცირე ზომის სახელმწიფო კომპანიის აქტივები იყიდებოდა. ამ კომპანიებიდან მხოლოდ ერთი - შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის"100%-იანი წილი გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტედენტმა მიიღო და გაყიდული ობიექტის ღირებულებამ 268 ათასი ლარი შეადგინა.

დღეს დასრულებული აუქციონების გახანგრძლივების მიზეზი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადების თანახმად, გახდა ტექნიკური ხარვეზი, რამაც ობიექტების შეძენის მსურველებს ტრანზაქციების განხორციელებაში შეუშალა ხელი, ამიტომაც აუქციონები 48 საათით გახანგრძლივდა.

წყარო: ბმ
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია