ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლადაა აყვანილი რამდენიმე ადამიანი
13:31 / 16.04.2021
ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე პირი მძევლად ჰყავს აყვანილი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას ცდილობს.
წყარო:
ინტერპრესნიუსი