ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოში. ის რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა ქვეყანაში.

როგორც პროგრამითაა გათვალისტინებული, შარლ მიშელი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ იქნება ერთობლივი განცხადებაც მედიისთვის.

ასევე, დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ის საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში.

დღის დასასრულს დაგეგმილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სადილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ხვალ დატოვებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები