ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,
რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.