მარნეულში ავარიის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა
მარნეულ-სადახლოს გზაზე, სოფელ წერეთლის მიმდებარედ, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად 75 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სამართალდამცველებისა და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფები.

რადიო "მარნეულს" შემთხვევის თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ 75 წლამდე კაცი გზას კვეთდა რა დროსაც მას ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, სოფელ წერეთლიდანაა.

რადიო "მარნეული"
Print