საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს მიწისძვრა
მოხდა.
ცენტრის ცნობით, 3.1 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 19:45
საათზე მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის
ეპიცენტრი თბილისიდან 59 კილომეტრში, წალკის სიახლოვეს, მამიშლართან
იყო.