404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
რა არის კოვიდპასპორტი და როდის დაიწყება მისი გაცემა - გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია.

მისივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდპასპორტის კონცეფციას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

"ჩვენთან კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით კონცეფციას, როგორ მუშაობს კოვიდპასპორტი, შემდეგ წარედგინება საკორდინაციო საბჭოს და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.

კოვიდპასპორტი არის ის დოკუმენტი, სადაც აღინუსხება ელექტრონულ ან ქაღალდის მატარებელზე თქვენი აცრის სტატუსი, გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში PSR ტესტი ან სწრაფი ტესტი გაკეთებული და მისი პასუხი. ასევე, შესაძლებელია იქ იყოს გაქვთ თუ არა გადატანილი დაავადება, ეს განხილვის საგანია. ამის გარკვევა სპეციალური QR კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს არის სერტიფიკატი, რომ თქვენ ორჯერ აიცერით ამა და ამ ვაქცინით" ,
- განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია