სიახლე
გამყრელიძის თქმით, „სინოფარმით“ აცრილები WHO-ს ავტორიზაციის გარეშეც იმოგზაურებენ
„დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ თავისუფლად“, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის შეკითხვას, შეძლებენ თუ არა „სინოფარმის“ ვაქცინით აცრილი მოქალაქეები მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაციას ვერ მიიღებს.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კოვიდპასპორტებზე წინასწარი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს ამ კვირაში წარუდგენს ამ პასპორტის მუშაობის პრინციპს.

„წინასწარი მუშაობა კოვიდპასპორტზე დასრულებულია ჩვენთან. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს კოვიდპასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას წარუდგენს, როგორ მუშაობს ეს კოვიდპასპორტი. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: პუბლიკა
| Print |