სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს - სოზარ სუბარი
მიხეილ სააკაშვილი აგებს ყველა არჩევნებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

"სააკაშვილი იგებს რვა წელია, მაგრამ ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. ეს კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ",
- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშილმა "დოიჩე ველეს" რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მთავრობა წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება და მას ქვეყანაში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს.
წყარო: report.ge
Print