404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულელი პოლიტიკოსები ვაქცინის გაკეთებას აპირებენ მაგრამ არ იციან როდის
ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი მარნეულელი პოლიტიკოსები კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას აპირებენ, მაგრამ არ აქვთ ინფომრაცა თუ როდის გაიკეთებენ აცრას.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს და მოსახლეობასაც მოუწოდებს, რომ აცრა გაიკეთონ.

„გეგმით, ჯერ-ჯეორბით არ მაქვს დაგეგმილი, მაგრამ აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას და ამას გავაკეთებ კამპანიის სახით, რადგან ვთვლი, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის მოსახლეობის ვაქცინაცია და მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება საჯარო პირების მიერ“. - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სინოფარმის ფირმის ვაქცინის გასაკეთებლად ამ ეტაპზე ოჯახური პრობლემების გამო ვერ დარეგისტრირდა, მაგრამ ამბობს, რომ ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს.

იმამკულიევის მსგავსად ვაქცინის გაკეთებისათვის რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელ აგილ მუსტაფაევსაც. მუსტაფაევის განმარტებით, ის აუცილებლად აპირებს აცრას, მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის სასურველ ვაქცინას ელოდება.

„ვაქცინა, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქისათვის საჭიროა და ნორმალური ვაქცინის შემთხვევაში ყველამ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემია დასრულდეს. ჯერ-ჯერობით არ მაქვს გაკეთებული ვაქცინა და ჯერ დაგეგმილიც არ მაქვს იმიტომ, რომ ჯერ უნდა შევამოწმო რომელი ვაქცინა როგორია, დახუჭული თვალით ვერ გავიკეთებ. გადაწყვეტილება ჯერ არ მაქვს მიღებული თუ რომელ ვაქცინას გავიკეთებ, მაგრამ ეს ვიცი, რომ აცრას აუცილებლად გავიკეთებ“. - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას აპირებს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი ამირან გიორგაძეც. გიორგაძემ რადიო „მარნეულის“ ზარს არ უპასუხა, რის გამოც მასთან გასაუბრება მხოლოდ მიმოწერით შევძელით. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ვაქცინას აუცილებლად საჯაროდ გაიკეთებს.

„ეს მოხდება უქმე დღეების შემდეგ, როდესაც დავრეგისტრირდები მერე მეთვითონ დაგიკავშირდებით, დაზუსტებული მექნება როდის სად გავიკეთებ“. - გვწერს ამირან გიორგაძე

გიორგაძის მსგავსად რადიო „მარნეულის“ ზარს არ უპასუხა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ. ჩვენს შეტყობინებაზე აპირებს თუ არა ვაქცინის გაკეთებას და გეგმავს თუ არა, რომ აცრის გაკეთების პოპულარიზაციისათვის მან და მერიის თანამშრომლებმა ვაქცინა საჯაროდ გაიკეთონ გვპასუხობს - „მერია აქტიურად ჩაერთვება“. ზაურ ტაბატაძემ ჩვენს დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.

ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მარნეულის მერის მოვალეობის შემსურლებელსა და მის მოადგილეს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა მარნენულის მერიაში.

„შეხვედრაზე ვაქცინაციის კამპანიაში წითელი ჯვრის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. ასევე, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, მარნეულის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წარმატებით განხირციელებისთვის“. - აღნიშნულია მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

აღსანიშნავია, რომ მარნეულში, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია. საქართველომ „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა და 100 800 ცალი შპრიცი 30 აპრილს მიიღო. რეგისტრაცია booking.moh.gov.ge საიტზე 18 + მოქალაქეებს შეეძლოთ. მარნეულში სინოფარმით ვაქცინაცია 5 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით არის დაგეგმილი.

მარნეულში, ასტრაზენეკას ვაქცინა პრაქტიკულად აუთვისებელია.

რადიო "მარნეული" 

ამავე თემაზე:
ვაქცინის გვერდითი მოვლენები და მათი მართვა

რატომ არ იცრებიან მედმუშაკები მარნეულში? - შიში მეცნიერების პირისპირ


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია