404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„საქართველოში გიჟური მხარდაჭერა მაქვს, წელს მთავრობა შეიცვლება“ - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მთავრობა წელს აუცილებლად შეიცვლება.

მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას საქართველოში „გიჟური“ მხარდაჭერა აქვს და ასეთი მხარდაჭერა ჯერ ნავალნის არ აქვს რუსეთში.

„მე ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება მთავრობა წელს. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ მერე ჩაერივნენ ევროპელები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ ეს ხსნის რეფერენდუმის საკითხს და, პრაქტიკულად, ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, საქართველოს მთავრობა მას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნივით მოექცეს, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული.

„დიახ, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. ქართველ ხალხში გიჟური მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი, მაგრამ ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის. დროთა განმავლობაში მოვა, თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება და მისგან არასასიამოვნო რაღაცები მახსოვას, ის საერთო ჯამში გმირობის სიმბოლოა", – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია