ჟურნალისტის თქმით, გარეჯში თავს სასულიერო პირები დაესხნენ
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, რომელსაც დავით გარეჯში ივერი მელაშვილთან ერთად თავს დაესხნენ, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

“მთავარ არხთან” ჩართვაში ჟურნალისტი ყვება, რომ ივერი მელაშვილთან ერთად ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ სასულიერო პირები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ:

“დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩვენ ვიმყოფებოდით ივერი მელაშვილთან ერთად. იქ არ იყვნენ სასულიერო პირები და მრევლი, მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მე ოპერატორი და ბატონი ივერი მელაშვილი. როდესაც მიმდინარეობდა ჩაწერა, მოვიდა სასლიერო პირი აგრესიით ბატონ ივერისთან, უთხრა რომ ის იყო მოღალატე, არ ჰქონდა დავით გარეჯში ჩასვლის უფლება და იყო დაძაბული საუბარი.

ეს სასულიერო პირი იყო ნასვამ მდგომარეობაში თუ არ ვცდები ეს იყო მამა იორამი. მასთან იმყოფებოდა სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ჯერ ოპერატორისთვის სცადა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ჩვენს მიმართაც, ამასობაში რამდენიმე სასულიერო პირი მოვიდა ადგილზე და დაიძაბა ვითარება ისე, რომ ჩვენს ოპერატორს ფიზიკურად დაუპირირპირდნენ, დაზიანდა ჩვენი კამერაც”
– ყვება ჟურნალისტი.

მისი თქმით, ადგილზე იყვნენ სასაზღვრო პოლიციის წარმოამდგენლებიც, რომლებსაც დახმარება სთხოვა, თუმცა მათ მელაშვილს და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს დახმარება არ გაუწიეს. ამის შემდეგ, ჟურნალისტი ამბობს, რომ საპატრულო პოლიცია გმაოიძახა, რის შემდეგაც აგრესიულად განწყობილი პირები აღნიშნული ადგილიდან წავიდნენ:

“მე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ვთხოვე ჩარეულიყვნენ და გაეშველებინათ. მრევლიც იყო, თუმცა ისინი განსაკუთრებული აგრესიით არ გამოირჩეოდნენ. სასულიერო პირები გვისწორდებოდნენ ფიზიკურად, მეც მისწორდებოდა მათ შორის და ჩემს ოპერატორსაც. ბატონ ივერის მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის შემდეგ მე დავრეკე საპატრულო პოლიციაში.

თავად ეს სასულიერო პირები წავიდნენ ამ ადგილიდან როცა გაიგეს რომ პოლიცია მოვიდოდა, თუმცა გვითხრეს რომ არ აინტერესბდათ პოლიცია და უარყვეს ფაქტი, რომ დაგვიპირისპირდნენ. ახლა მივდივართ საჯარეჯოს პოლიციის სამმართველოში
” – ამბობს ნუცა კეკელია.

აღნიშნულის შემდეგ მელაშვილმა და “მთავარი არხის” გადამღებმა ჯგუფმა საგარეჯოსკენ წავიდნენ, სადაც პოლიციას უნდა გამოეკითხა, თუმცა კეკელიას ცნობით, ადგილობრივებმა გზა გადაუკეტეს. “მთავარი არხის” კადრებში ჩანს როგორ უპირისპირდებიან სიტყვიერად აღნიშნული პირები ივერი მელაშვილს და მოუწოდებენ მას, რომ გარეჯის ტერიტორიაზე აღარ ჩავიდეს.

ამჟამად მელაშვილი ჟურნალისტებთან ერთად საგარეჯოს პოლიციაში მიდის.

წყარო: ნეტგაზეთი
Print