ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს, 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან იმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში მასპინძლობს.

ოფიციალური ცნობითვე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.




Print