ბოლნისის 7 სოფლის დამაკავშირებელი „ხიდიროღლის“ ხიდი ავარულ მდგომარეობაშია
ბოლნისის 7 სოფლის დამაკავშირებელი „ხიდიროღლის“ ხიდი ავარულ მდგომარეობაშია. ხიდის საყრდენი ნაწილი დანგრეულია. ამასთან ერთად ხიდის ერთ მხარეს მოსახვევია რის გამოც წინიდან მომავალი მანქანის დანახვა შეუძლებელია, რაც საგზაო მოძრაობას საფრთხეს უქმნის.

სოფელ ბაბაქიშილერის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ხიდის ავარიულ მდგომარეობაში ყოფნისა და საგზაო ნიშნების არარსებობის გამო ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ადამიანის სიცოცხლეებიც შეეწირა.

„იქ რამდენჯერმე მოხდა ავარია. ხიდი პირდაპირ უნდა მიდიოდეს. დიდიც და პატარა მანქანაც ვარდება, რომ გააკეთონ კარგი იქნებოდა. ძალიან ცუდ დღეშია“.

„ეს ხიდი საშინელ მდგომარეობაშია. 6-7 სოფელი სარგებლობს ამ ხიდით, რომ გაარემონტონ და საგზაო ნიშანი დააყენონ კარგი იქნებოდა. ავაროულ მდგომარეობაშია. ქვემოთ ქვებიც ჩავარდნილია. ავარია მოხდა რამდენიმჯერმე ხალხიც დაშავდა“.

„მე რაც დავიბადე ამ ხიდზე რემონტი არ ჩატარებულა. არც ნიშანია, არც არაფერი. ჩვენ სოფლის მაცხოვრებლები ვართ და ვიცით რა უნდა ვქნათ, მაგრამ სხვებმა არ იციან. ამ დღეებში ერთი მანქანა ძლივს გაჩერდა ხიდზე. ერთხელ თბილისიდან იყვნენ ქორწილში მოსულნი და გადავარდა მანქანა ხიდიდან, ყველა დაიღუპა. მეზობელი სოფლის მაცხოვრებელიც გადავარდა მანქანით, იმიტომ, რომ ხიდს გევრდით საყრდენები არ აქვს. ნიშნებიც არ დევს და ვერ ხვდება ადამიანი საიდან უნდა მოუხვიოს. პირდაპირ მიდიან და იქ უკვე გაჩერება რთულია. ადამიანები რომ დაიღუპონ მერე გაარემონტებენ ალბათ“,
- გვეუბნება სოფლის მოსახლოება

„ხიდიროღლუს“ ხიდით დღის გამნავლობაში სოფელ გარაჩოფის, ბაბაქიშილერის, ზემო გულავერის, ქვემო გულავერის, სარი მამედლის და დარვაზის მოსახლეობა სარგებლობს. მათ რაიონის ცენტრში ჩასასვლელად სხვა გზა არ აქვთ.

მოსახელობის მოთხოვნის საფუძველზე, 2020 წლის 5 მარტს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გოგი მაშველიანმა გამოაცხადა, რომ საკითხით დაინტერესდა და პრობლემა მალე მოგვარდებოდა. ამის შესახებ თავის ფერიბუქ გვერდზე პოსტიც გაავრცელა. პარლამენტარი პოსტში წერს, რომ მისი თხოვნის საფუძველზე ბოლნისის რაიონის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი კონსტანტინე ქორძაძემ ხიდი დაათვალიერეს, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები