20-მდე დეპუტატი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

20-მდე დეპუტატებს იმუნიზაცია ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინით ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პროცესს ესწრებოდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

დეპუტატებს შორის, რომლებიც დღეს “სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ, არიან ნინო წილოსანი, თამარ ტალიაშვილი, ელისო ბოლქვაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადადაშვილი, დავით კაჭარავა, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, შოთა ხაბარელი და ა.შ.



საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, პარლამენტის წევრების ვაქცინაცია გაგრძელდება და იმუნიზაციას ჩაიტარებენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები