ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის
“გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა ლევან ვასაძემ დღეს, 6 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვასაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ვასაძის განცხადებით, “ბოლო წვეთი”, რის გამოც პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა, იყო “დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა”, რომელმაც, ვასაძის თქმით, დამნაშავეების გათავისუფლება განაპირობა და ქვეყნის სუვერენიტეტის შემცირება აჩვენა.

მისი თქმით, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტა, საწყის ეტაპზე შექმნას საზოგადოებრივი მორაობა “ერთობა, რაობა, იმედი”, რომლის აბრევიატურა არის ერი. მისი თქმით, დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში პარტიად გარდაიქმნება.

წყარო: ნეტგაზეთი
Print