მირტაგი ასადოვი ვაქცინის გაკეთებას გეგმავს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს

თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე გეგმავს.

იმუნიზაციას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ისლამში აცრის ამკრძალავი რამე წესი არ არსებობს. ასადოვის თქმით, ვაქცინის გაკეთება ადამიანების პირადი გადაწყვეტილებაა.

„ჩვენთან აცრის გაკეთებაზე რამე შეზღუდვა არაა. პირიქით ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლის შესანარჩუნებლად კარგია. ამადროულად სხვის დაინფიცირებასაც შეუშლის ხელს . ჩვენს რელიგიაში ამასთან დაკავშირებით რამე პრობლემა არ არსებობს. მეც ვფიქრობ „აცრის გაკეთებას, მაგრამ თუ იქნება ისეთი ვაქცინა, რომელსაც ყველა დადებითად შეაფასებს, მაშინ გავაკეთებ“

შეიხმა არ იცისკონკრეტულად რომელ ვაქცინას გაიკეთებს, თუმცა იმუნიზაციაში ჩართვამდე ვაქცინების შესწავლას გეგმავს.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები