სიახლე
თბილისში, სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს
თბილისში, სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

„მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება.

მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, –
აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია