“სინოფარმზე” პორტალი გაიხსნა მათთვის, ვისაც მეორე აცრა ზუსტად 21-ე დღეს სურს – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაზე რეგისტრაციის პორტალი იმ პირებისთვის გაიხსნა, ვისაც “სინოფარმის” მეორე ინექციის ჩატარება პირველიდან ზუსტად 21-ე დღეს სურს.

იმ პირებისთვის კი ვისაც 21-დან 28 დღის შუალედში სურს იმუნიზაცია ვაქცინის მეორე დოზით, ჯავშნის ფანჯარა 20 მაისს გაიხსნება:

“2 აცრას შორის შუალედი 21-დან 28-დღემდეა თუმცა არ გამოირიცხება თუ რაღაცა პირობების გამო ადამიანი ვერ შეძლებს მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მეორე დოზა მან შესაბამისად მიიღოს. გუშინ, 20:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია მეორე დოზაზე, რომელიც ეხება იმ ადამიანებს, ვინც 4 მაისს აიცრნენ პირველი დოზით და უნდათ ზუსტად 21 დღეს აიცრნენ.

ხოლო მათ ვისაც უდნათ აიცრან 21-28 დღის ფარგლებში, მათთვის პორტალზე შესაბამისი ფანჯარა 20 მაისს გაიხსნება. ამიტომ რადგანაც ჩვენი საკომუნიკაციო კამპანიები მოიკოჭლებს და არ იყო ეს ზუსტი ინფორმაცია, პორტალის გადატვირთვაც გამოიწვია სწორედ იმან რომ ბევრმა ადამიანმა მიიღო [ინფორმაცია], რომ გაიხსნა კვლავ სინოფარმზე რეგისტრაცია” –
ამბობს ამირან გამყრელიძე.

გუშინ, 12 მაისს, 20:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია “სინოფარმის” მიერ წარმოებული ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ.

წყარო: ნეტგაზეთი
Print