სიახლე
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები
2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია:

  • ისტორია აირჩია 22 200 - მდე აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა - 12 900 - მდე აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია - 3000 - მდე აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია - 700 - მდე აბიტურიენტმა;
  • ზოგადი უნარები - 4 100 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა - 800 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია - 2300 - მდე აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა - 200 - მდე აბიტურიენტმა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 50 - ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ჩარიცხვების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წელსაც სამი სავალდებულო საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ისტორია ან მათემატიკა) წარმატებით ჩაბარებაა საჭირო. ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებლად სავალდებულოა ოთხი გამოცდა. რაც შეეხება დამატებით საგნებს, კონკრეტულ პროგრამაზე თითოეული მათგანი უმაღლესმა სასწავლებელმა თავად განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ითხოვს დამატებით არჩევით საგანს, სავალდებულოა ოთხივე საგანში ბარიერის დაძლევა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით აქვთ.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია